არჩილ თალაკვაძის ძმის მდიდრული სახლი – ცეცხლგამძლე ლამინირებული ფიცრებით, მონოლითური სხმულით, მოსაპირკეთებელი ქვით

არჩილ თალაკვაძის ძმის მდიდრული სახლი - ცეცხლგამძლე ლამინირებული ფიცრებით, მონოლითური სხმულით, მოსაპირკეთებელი ქვითუკიდურესი სიღარიბის პარალელურად, ქართული ოცნების ჩინოვნიკები თუ მათი ოჯახის წევრები რატომღაც სწრაფად მდიდრდებიან. იშენებენ სახლებს, ვილებს, აგარაკებს…

დღეს სოციალური უსამართლობის კიდევ ერთ მაგალითს გაჩვენებთ ამ სიღარიბით სავსე ქვეყანაში.

მაღალი ხარისხის მუქი რუხი ფერის ბათქაში;

ლამინირებული ხის ფიცრები, რომელიც დამუშავდება ცეცხლგამძლე ხსნარით;

ბეტონის მონოლითური სხმული;

საფასადე მოსაპირკეთებელი ქვა – ეს პარლამენტის თავმჯდომარის, ავთანდილ თალაკვაძის სახლის ასაშენებლად გამოყენებული მასალების მცირე ჩამონათვალია.

ავთანდილ თალაკვაძის კერძო სახლი სოფელ დიღომში მდებარეობს, საკადასტრო კოდი: 01.72.14.033.377

მიწის ნაკვეთი და მასზე დატანილი სახლი ავთანდილ თალაკვაძის მეუღლის, მაკა შავგულიძის სახელზეა რეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ნაკვეთი 594 კვ.მ ფართისაა და მასზე თანამედროვე, კეთილმოწყობილი სახლი დგას.

არჩილ თალაკვაძეს, თავისი ძმა, ავთანდილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორად ჰყავს დასაქმებული.

ვნახეთ მისი ქონებრივი დეკლარაციაც. გაირკვა რომ სოფელ დიღმის ნაკვეთი მის მეუღლეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქვს ნაყიდი – 26 ათას 730 დოლარად. მშენებლობა კი 2015 წელს ფიქსირდება, რაც ამავე დეკლარაციის მიხედვით, 303 ათას 311 ლარი დაჯდა. თანამედროვე სახლის ფართია 253 კვ.მ.

მოვიძიეთ არჩილ თალაკვაძის ძმის სახლის ფოტოებიც. შევისწავლეთ მისი აშენების ნებართვისათვის საჭირო დოკუმენტაცია და პროექტი.

„განსახილველად წარმოდგენილია ქ. თბილისში სოფელ დიღომის ტერიტორიაზე არსებულ კერზო ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი. ტერიტორია ხასიათდება სწორი რელიეფურობით.

ნაგებობის პირველი და მეორე სართული განკუთვნილია საცხოვრებელი ფართებისთვის. შენობის 0.00 ნიშნულად აღებულია პირველი სართულის იატაკის დონეს, რომელიც შეესაბამება 479.90მ. აბსოლიტურ ნიშნულს.

შენობის კონსტრუქციული სქემა კარკასულია, რკინა-ბეტონის მონოლითური კარკასითა და გადახურვის ფილებით. ნაგებობას აქვს ბრტყელი გადახურვა, წყლის გადაყვანისთვის აუცილებელი ქანობით.

ფასადების დამუშავება განხორციელდეს: შეიღებოს მაღალი ხარისხის მუქი რუხი ფერის ბათქაშით, ლამინირებული ხის ფიცრები, რომელიც დამუშავდება ცეცხლგამძლე ხსნარით, ბეტონის მონოლითური სხმული და საფასადე მოსაპირკეთებელი ქვა.

პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და გამწვანებას“, – წერია არქიტექტურის სამსახურში გაგზავნილ დოკუმენტში. განცხადება არჩილ თალაკვაძის რძლის, მაკა შავგულიძის სახელზეა შესული.

ცხადია, ძალიან კარგია, როდესაც ამა თუ იმ ადამიანს კეთილმოწყობილი სახლი აქვს, ფლობს ფუფუნების საგნებს, ცხოვრობს მდიდრულად.

თუმცა, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რატომღაც მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები ახერხებენ გამდიდრებასა და თანამედროვე სახლების, ვილების, აგარაკების აშენებას იქ, სადაც მილიონობით ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

პრესა.ჯი