თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, “ტვ პირველის” ეტერში აცხადებს, რომ ის, რაც დაზარალებულმა, თამთა თოდაძემ თქვა, შეთხზულია.
“ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე, ახალგაზრდულიდან მოხვდა ჩემთან რეკომენდაციით, 3 წელი მუშაობდა ჩემთა.გაუჩნდა უცებ ამბიცია, წინ და მაღლა კარიერული სვლის, რომელშიც ვეხმარებოდი და არსებობს ამის რეკომენდაციებიც, ამიტომ ეს გაახსენდა ცოტა სხვა მდგომარეობაში და მომაყენა დიდი ზიანი და თავსლაფიც დამასხა” – აცხადებს ილია ჯიშკარიანი.
“მე გეუბნებით ეს ყველაფერი არის შეთხზული, სპეციალურად არის მიმართული სახელის გაფუჭებისკენ, მე თუ ავტორიტეტი გამიფუჭდება, რა თქმა უნდა ამით ზიანი პოლიტიკურ პარტიასაც მიადგება” – ამბობს ილია ჯიშკარიანი.
ნიუპოსტი

