კალაძე – “შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, “მიიშმაქსება“

კალაძე - “შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, “მიიშმაქსება“„შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას.

„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.