”ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა” – რას წერს ლიკა ქორქია

”ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა” - რას წერს ლიკა ქორქიაცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ავთო შარვაძის ქვრივმა თინა იმნაძემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა. ის თვითმკვლელობით ჯერ კიდევ გუშინ იმუქრებოდა, ამის შესახებ თინა იმნაძის მეზობელი, მოდელი ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში წერს:

”დღევანდელმა დღემ ასე ჩაიარა,უმძიმეს მდგომარებაში მყოფმა ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა,სასწრაფომ ძლივს გადაარჩინა და არ ტოვებს დანიშნულების ადგილს, თვითონ ამ ეტაპზე გონზე არ არის,აღმსრულებლები ელოდებიან გამოღვიძებას, რომ გარეთ გაიყვანონ და დააწვინონ ქუჩაში!

ეს ის ქვეყანაა ბინებიდან გამოსახლებები აღარ იქნებაო რომ დაგვპირდნენ, ის ქალაქია სადაც მერია თავის მოქალაქეებზე რომლებიც თაღლითური სქემის მსხვერპლნი არიან ყოველგვარ ვალდებულებას იხსნის.
მოსყიდული მოსამარლეების ქვეყანა, სადაც ყიდულობ მოსამართლეებს როგორც პროდუქტს მარკეტში. მოკლედ ამ დროს როცა აცნობიერებ რომ შენც შეიძლება ხვალ ვიღაც მოგადგეს და გითხრას შენი სახლი ჩემიაო და როცა ხვდები რომ არავინ არ გყავს ამ ქვეყანაში პატრონი ,ბოლო იმედს ეჭიდებიმთავარი არხი • Mtavari Arkhi Nodar Meladze -იქნებ თქვენი მაინც დაეხმაროთ ამ უსამართლობის დამარცხებაში.Rustavi 2 Tv1 Levan Kirvalidzeინგა გრიგოლიაNino Shubladze”

ნიუპოსტი