პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო

პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო, ვიდრე აქციის მონაწილე.

უფრო კონკრეტულად, თადუმაძის უწყებამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად.

დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.

“რომ შევხედოთ ჩვენ სტატისტიკას დაკავებულების რაოდენობას, იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ, ვხედავთ, რომ ყველაფერი არის შერჩევითი. მაშინ, როდესაც არ არის დასჯილი არც ის ადამიანი, რომელიც გასცემდა უკანონო ბრძანებას და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა გახარიასი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შერჩევითი მიდგომები იყო ამ საქმეზე”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

ამასთან, დაზარალებულად არ არის ცნობილი “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სულაშვილიც, რომლებმაც 20 ივნისს ღამეს თვალი დაკარგა.

ნიუპოსტი