ანიტა რაჭველიშვილი – ძალიან გთხოვთ, მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით!

ანიტა რაჭველიშვილი - ძალიან გთხოვთ, მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით!ძალიან გთხოვთ, მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით! – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომელიც „თავისუფლების მარშში“ იღებდა მონაწილეობას.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება უდანაშაულო მოქალაქეებს ისე მოექცეს, როგორც 20-21 ივნისის ღამეს მოექცა.

მისივე თქმით, ეს აქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.

„ძალიან დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ აქ უნდა ვიდგე. უბრალოდ, საქართველოში ჩამოვედი გუშინ და რა თქმა უნდა, პირველი რაც გავაკეთე, დღეს აქ მოვედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, ეს არის აქცია, რომლითაც ჩვენ ვებრძვით უსამართლობას, ჩვენ ვებრძვით იმ რეჟიმს, რომელსაც ვებრძოდით ყოველთვის და ვებრძვით ძალადობას. არავის არ აქვს უფლება უდანაშაულო მოქალაქეს მოექცეს ისე, როგორც ჩვენ მოგვექცა გახარია. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით! რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ვადევნებდი თვალყურს მუდმივ რეჟიმში, ძალიან მძიმე ღამე გადავიტანე მთელ საქართველოსთან ერთად, ვინც აქ იყო 20 ივნისს. იმ კადრების ყურება, რაც ხდებოდა, იყო საშინელება, თუ როგორ ესროდნენ დამიზნებით, ნადირობდნენ ახალგაზრდებზე“, – განაცხადა რაჭველიშვილმა.