”მატარებელი გაჩერდა. კარსაც ვერ აღებენ. ჰაერიც არაა, ვსუნთქავთ მორიგეობით” – რა დაემართა ბათუმი-თბილისის მატარებელს

”მატარებელი გაჩერდა. კარსაც ვერ აღებენ. ჰაერიც არაა, ვსუნთქავთ მორიგეობით” - რა დაემართა ბათუმი-თბილისის მატარებელსექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე რამდენიმე სტატუსს აქვეყნებს, რომლებშიც ბათუმის მიმართულებით მგზავრობას აღწერს.

გამზარდიამ რამდენიმე საათის  წინ  დაწერა, რომ მატარებელში დენი გამოირთო და გაჩერდა:
“დენი წავიდა. მატარებელი გაჩერდა. კარსაც ვერ აღებენ. ჰაერიც არაა. ვართ მხიარულად.როდის დავიძვრებით და მით უფრო როდის ჩავალთ, არავინ იცის.ვართ ჩაკეტილები მატარებელში.ვსუნთქავთ მორიგეობით.იმედია, ბათუმამდე როდისმე მივაღწევთ. გენაცვალე” საქართველოს რკინიგზა.“
აქედან ორ საათში გამზარდიამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:
“გეფიცებით, 90-იანების მერე ასე არ მიმგზავრია მატარებლით, რამდენჯერმე გადაეწვა თბილისი – ბათუმის დამატებით რეისს დამცველი, ჯერ ხომ ჩარხია და არა მატარებელი, მაგრამ მაგას ვინ ჩივის კიდევ, მატარებელი ექსპლუატაციისთვის უბრალოდ არ არის მზად, რამდენჯერ გაფუჭდა უკვე, 6 საათზე მეტიავმგზავრობ და ჯერ კიდევ ვერ ჩავედი. ისევ გადაიწვა “დამცველები” და ვდგავართ კვლავ.“
ცოტა ხნის შემდეგ კი მატარებელი საბოლოოდ გაფუჭდა და მგზავრებს ადგილზე ჩასვლის იმედი გადაეწურათ.
“ვდგავართ სადღაც ჩაქვის გზაზე. უიმედო ხალხის ნაწილი ფეხით ცდილობს წასვლას. თუმცა, კოკისპირული წვიმა და ქარია, რის გამოც ძალიან რთულია ამ შუა გზიდან სადმე წასვლა. თბილისი-ბათუმის მატარებელი ტექნიკურად გაუმართავია. უკვე 7 საათია მოვდივართ და არავინ იცის, როდის ჩავალთ დანიშნულების ადგილას. 90-იანების მერე ასე არ მიმგზავრია მატარებლით.“ – დაწერა ბოლოს გამზარდიამ და ბათუმის მერიას სთხოვა, მგზავრების დასახმარებლად იქნებ ავტობუსები მაინც გაგზავნოს.

ბოლოს და ბოლოს მატარებლის მგზავრებმა ბათუმამდე 2 სათიანი დაგვიანებით ჩააღწიეს და, როგორც არჩილ გამზარდია წერს, ბევრი საქმე გაუფუჭდათ.

ნიუსრეპორტი