გელათის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გელათის მოსახლეობამ გზა გადაკეტატყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის დასახლების მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.აქციის მონაწილეები მათი დასახლებისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, 2013 წლიდან ეს ტერიტორია სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ დაეცა არსებულ სასტუმროებში ფასები და შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება.

აქციის მონაწილეთა თქმით, არაერთხელ მიმართეს მერიას და საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თუკი დროულად არ მოგვარდება ეს პრობლემა, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

იპნ