თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი ჯანდაცვის სამინისტროსგან სასამართლოს განჩინების აღსრულებას ითხოვს. დეპუტატი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისთვის პირადად აპირებს სასამართლო აღსრულების ფურცლის გადაცემას. იგი თბილისის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს. დეპუტატის განმარტებით, ეს პოზიცია ამ დროისთვის ვაკანტურია.
სასამართლო დავის შემდეგ, რომელიც სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა, ლიპარტელიანმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა დავა მოუგო. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად ლიპარტელიანი პოლიტიკას ანგარიშსწორებას ასახელებს.
„სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ სცნო ჩემი გათავისუფლება ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის თანამდებობიდან. თითქმის რვა თვეა დაუყოვნებლივ აღსრულებაში მიაქცია უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება, თუმცა დღემდე აღსრულებული არ არის, დღეს ჩავაბარებ სააღსრულებო ფურცელს თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
რუსთავი 2

