ჯეოსელმა პარლამენტთან ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა

ჯეოსელმა პარლამენტთან ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანაკომპანია ჯეოსელმა პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა.

როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან თავშეყრის ადგილებში ინტერნეტის სიხშირე ეცემა და მსგავსი ტექნიკით აძლიერებენ.

ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ კვირიკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, თუმცა პრემიერ-მინსიტრი მათ არ გამოხმაურებია. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა, დაპირებული კარვები გაშალეს. ბაია პატარაიას თქმით, შს მინისტრო, კარვების გაშლის შემთხვევაში, მათ დარბევით დაემუქრა.

ახალგაზრდების პროტესტი გუშინ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერიაციას უკავშირდება, რა დროსაც სამართლადამცავებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავეს