“კაცს რომელსაც ღამის თბილისი ანდო მერმა საკუთარი მობილური დაუმალა… აილაგმოს ეს ფიქტიური “სამსახური”

"კაცს რომელსაც ღამის თბილისი ანდო მერმა საკუთარი მობილური დაუმალა... აილაგმოს ეს ფიქტიური "სამსახური"თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის სამსახურის გაუქმებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილი სამსახურის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის ხელფასს ასაჯაროვებს და ამბობს, რომ სამსახური ფიქტიურია:
“სელფ-მერი” კახი კალაძისგან ვითხოვთ იმ ფიქტიური სამსახურის გაუქმებას, რომლის ხელმძღვანელს მისი ტელეფონის ნომერიც კი ვერ ანდო.
ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში კალაძის მიერ დანიშნულმა სერგი გვარჯალაძემ როგორ უხერხულად აღიარა რომ მისი უშუალო ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერიც კი არ ჰქონდა. კაცს რომელსაც ღამის თბილის ანდო მერმა საკუთარი მობილური დაუმალა.
ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ ღამის ეკონომიკა არის ფიქცია და მხოლოდ კალაძის “ფოე – ფოე” პიარზეა გათვლილი. ამ სისულელეში 4160 ლარს ვუხდით ბატონ სერგის ბიუჯეტიდან და მოვითხოვთ სასწრაფაოდ აილაგმოს ეს ფიქტიური “სამსახური.” – აცხადებს ხაბეიშვილი