სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს14 – 17 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.