EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის მე–12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების პრეტესტი გამოცდებამდე ერთი დღით ადრე შაბათ დღეს, 19 მაისს ჩაუტარდებათ.
მოსწავლეებს პრეტესტი, ისევე როგორც გამოცდები, თავისსავე სკოლაში ჩაუტარდებათ. აღნიშნულის შესახებ მათ ინფორმაციას სკოლა მიაწვდის.
გთავაზობთ 2017-2018 სასწავლო წლის მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგს.
20 მაისი – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია;
21 მაისი – უცხოური ენები; ბიოლოგია;
22 მაისი – ისტორია; ფიზიკა;
23 მაისი – მათემატიკა; ფიზიკა;
24 მაისი – ქიმია.

