კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების კიდევ ერთია აქცია მერიასთან

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების კიდევ ერთია აქცია მერიასთანთბილისის მერიასთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები მორიგ აქციას მართავენ, ისინი ბინების მშენებლობაში შეტანილი თანხის ანაზღაურებას და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2016 წლის არჩევნების დროს მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

„კეთილი ინებონ და მოგვხედონ, ჩვენი მეტი არაფერი გვინდა. გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია იმიტომ, რომ ეს ხალხი ჩვენი მოყვანილია,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ნიუპოსტი