დღეს თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალა

დღეს თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალაევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.
4 მაისს, 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაა: ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით; მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.
5 მაისის, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან – სრულად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.