ოპოზიცია 20.020 ლარს ევკალიპტის ხეში დღეს გადაიხდის – “ხე უნდა დარჩეს თავის ადგილზე”

ოპოზიცია 20.020 ლარს ევკალიპტის ხეში დღეს გადაიხდის - "ხე უნდა დარჩეს თავის ადგილზე"„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ევკალიპტის შესაძენად 20.020 ლარს დღეს გადაიხდის. თანხა 14-მდე პოლიტიკურმა პარტიამ 8 დღეში შეაგროვა.აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია თანხის გადახდიდან 30 დღის განმავლობაში შეძენილი ქონების ტერიტორიიდან საკუთარი სახსრებით გატანა უზრუნველყოს, თუმცა ოპოზიცია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. მათი თქმით, მწვანე კონცხზე მდებარე სამასწლიანი ევკალიპტი ადგილზე დარჩება და ის ხალხის ძალის სიმბოლო გახდება.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ეს საკითხი მათ სამართლებრივად დალაგებული აქვთ:

– ჩვენი მოთხოვნაა ხე დარჩეს თავის ადგილზე. პირიქით, ეს ხე უნდა გახდეს ტურისტული ღირსშესანიშნაობა და სიმბოლო იმისა, რომ ხალხის ძალა უფრო დიდია, ვიდრე ხელისუფლების. ვერ გვაიძულებენ გადატანას. სამართლებრივად დალაგებული გვაქვს და ვიცით, როგორ უნდა დარჩეს ხე თავის ადგილზე,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიუპოსტი