2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდამთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დღეს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

კომპანია “საქნახშირის” ტექნიკური უსაფრთხოებისდირექტორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტაში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.