კატეგორია: საზოგადოება

პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ მცხეთა აკურთხა

პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ მცხეთა აკურთხა

ხარების დღესასწაულზე, პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად მცხეთა აკურთხა. როგორც პატრიარქის მოსაყდრემ ქალაქის ქუჩების კურთხევისას განაცხადა, აღნიშნული ტრადიცია მე-11 საუკუნიდან არსებობს. „მე-11 საუკუნეში პატრიარქმა მელქისედეკმა პირველმა დააარსა მცხეთის კურთხევის დღე ხარების დღესასწაულზე. მრავალი საუკუნე სრულდებოდა ეს წესი, მაგრამ ეგზარქოსების პერიოდში შეწყდა ამ ტრადიციის აღსრულება, რომელიც კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამას, […]

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.  უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15.13 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის […]

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ, ხოლო თანამდებობებზე დირექტორი თავის მეგობრებსა და ნათესავებს ნიშნავს. მებაღეები ბოტანიკური ბაღის დირექტორს შეხვდნენ და ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დაპირებები მიიღეს. „ორი წელია გვპირდება, რომ იქნება ხელფასების დამატება ამის მაგივრად შეიქმნა სრულიად უსარგებლო დეპარტამენტი, განაწილდა დიდი ხელფასების იმ დეპარტამენტში,“- ამბობს ბაღის თანამშრომელი. დირექტორი ირაკლი არჩაია ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციაზე […]

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაზარალებულ 12 ოჯახთან შეთანხმება შედგა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაზარალებულ 12 ოჯახთან შეთანხმება შედგა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზარალებულ 12 ოჯახთან ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რემონტი ჯერ დასრულებული არ არის. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ავრცელებს. ზარალის ანაზღაურებაში გათვალისწინებულია რემონტის, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის საფასური, ასევე ბინის ქირის კომპენსაცია. ამასთან, გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებული 12 ოჯახიდან სამმა ოჯახმა მოითხოვა დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილი ტექნიკა, რაზეც მოთხოვნა […]

ტრაგედია ტყიბულში – “საქნახშირი” ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

ტრაგედია ტყიბულში - "საქნახშირი" ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია მეშახტეების ოჯახებს სამი სახის კომპენსაციას გადაუხდის. „სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი წარმოება, რაც არის დამოკიდებული დასაფლავების, შემდეგ საფლავის მოწყობის და დანარჩენი კიდევ ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები, შემდეგ კი დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია,“ – განაცხადა გია ქარქაშაძემ. გია ქარქაშაძე აცხადებს, რომ ტრაგედია ჰაერის ტალღამ გამოიწვია […]

ელზა ჯგერენაია: დათვალიერების პირველადი მონაცემებით, შახტში სამთო დარტყმა არ ყოფილა

ელზა ჯგერენაია: დათვალიერების პირველადი მონაცემებით, შახტში სამთო დარტყმა არ ყოფილა

მინდელის შახტში შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები დაზიანებულ შახტში მუშაობას დღესაც განარძობენ და უბედური შემთხვევის ადგილს შეისწავლიან. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათ დღეს შახტში, ჩამონგრეულ უბანთან მხოლოდ 20 მეტრით მიახლოების საშუალება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის უფროსის განცხადებით, მომხდარის დეტალურად შეფასება შეუძლებელია, თუმცა სამსახურის მიერ დათვალიერების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით […]

რაბათის ისტორიული კომპლექსი 10 აპრილამდე დაიხურება

რაბათის ისტორიული კომპლექსი 10 აპრილამდე დაიხურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ორი დღით, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი კი ოთხი დღით დაიკეტება. ახალციხის ციხის ადმინისტრაციის დირექტორის დავით ტაბატაძის განცხადებით, ისტორიული კომპლექსი 8–9 აპრილს არ იმუშავებს. სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დაიკეტება 6–დან 9 აპრილის ჩათვლით. მსურველებს, ისტორიული კომპლექსისა და მუზეუმის მონახულება 10 აპრილიდან შეეძლება.

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აპრილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დღეს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, ხოლო 7 – 9 აპრილს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 7 […]

შსს – სააღდგომოდ, თბილისში სასაფლაოებზე მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

ნაციონალების აქტივისტ ზურაბ ნონიაძის შვილი მალხაზ თვაური ნარკოტიკებზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8-9 აპრილს, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8-9 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები […]

“ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს, ხელმძღვანელობამ უთხრა, 300 -ლარიან ხელფასზე ჩამოგიყვანო…” – რას ყვება ყოფილი მეშახტე

"ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს, ხელმძღვანელობამ უთხრა, 300 -ლარიან ხელფასზე ჩამოგიყვანო..." - რას ყვება ყოფილი მეშახტე

ტყიბულში, მინდელის მაღაროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ 5 აპრილს, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ პაატა ქურციკიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა. პაატა ქურციკიძე იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მსგავსი აფეთქების დროს, ხელმძღვანელობა მეშახტეს ხელფასის დაკლებით დაემუქრა. – ადრე იყო ასეთი შემთხვევა, რომ ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს აფეთქებისას და ამბობდა, რომ საშიშია ვერ შევალ, დავაცადოთ, ვერ გავბურღავო, ხელმძღვანელობა ამბობდა, თუ ეშინია […]