დევდარიანი: “მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო”

დევდარიანი: "მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო"– ღიად მივიღე შეტყობინება, სადაც წერია, რომ დევდარიანს გადაეცით, რადგან ტალახში ბოლომდე გაგორება უნდა, მივეხმარებითო- განაცხადა “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
როგორც დევდარიანმა აღნიშნა, მიმოწერებიდან ამოჭრილი ტექსტების გავრცელება ადამიანებთან მისი ურთიერთობების სტილი და მოქმედების სტრატეგია არ არის და ის სამართლებრივ გზას ირჩევს.
„ეს არის კიდევ ერთი შეტყობინება ქალთა ჯგუფების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც ადრეც მომწერეს, რომ კანდიდატურა უნდა მომეხსნა. ეს მაშინ, როცა მათი მხრიდან განცხადება მომზადდა, – განაცხადა დევდარიანმა.