ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ავთო კიკნაველიძის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“ჩემო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ამ მზესავით ბიჭს იმაში, რომ გააგრძელოს ცხოვრება, თუნდაც ეტლში!
თვენახევრის წინ რუსთაველზე მომხდარი ავარიის შედეგად, მეექვსე სკოლელ 17 წლის ავთო კიკნაველიძეს დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. ახლა სასწორზე მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს!
გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა იმედს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
ავთო ჯერ ისეთ ეტაპზეა, რომ ეტლსაც ვერ მოიხმარს…
ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ ეს ამბავი ყველამ და განსაკუთრებით თქვენ, ვისაც ბევრი ფოლოუერი გყავთ!!!!
ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე.
ძალიან გთხოვთ, ახლაც გავერთიანდეთ #ავთოსთვის “

