მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს საოპერაციოდ ამზადებენ

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს საოპერაციოდ ამზადებენრამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.მისი თქმით, კლინიკაში ორი პაციენტი თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს, ორს კი საოპერაციოდ ამზადებენ, მათ ქვედა კიდურების მოტეხილობა აღნიშნებათ.
პაციენტების ასაკი 25-დან 46 წლამდეა.
“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვენთან 4 პაციენტი შემოიყვანა. შემოსვლისას გამოხატულია თავის ტვინის, გულ-მკერდის წელის და ქვედა კიდურების ტრამვები. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა”- აცხადებს ექიმი.
ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების სანახავად ჯანდაცვის მინისტრიც მივიდა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.