კალაძე – ”ატენზე 27 სართულიანი სახლის მშენებლობას ხელს ვერ შევუშლი”

კალაძე - ”ატენზე 27 სართულიანი სახლის მშენებლობას ხელს ვერ შევუშლი”დედაქალაქის მერი კახა კალაძე ატენის ქუჩის მაცხოვრებლების შენიშვნებს პასუხობს, საუბარია ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის გაცემულ ნებართვაზე, რასაც ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა.

ადგილობრივების სარჩელის საფუძველზე კორპუსის მშენებლობა სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაჩერა, თუმცა, მერიამ მშენებლობის ნებრათვა მაინც გასცა.

– ყველანაირი სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროცესი რომ თავიდან იწყებოდეს და ჩვენი მერიის გადასაწყვეტი იყოს, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ტიპის, ამ დატვირთვით და ამხელა სართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიუპოსტი