საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის ფეისბუკგვერდზე მომავალი სამხედრო ოფიცრების ფოტოს აქვეყნებს. მათი თქმით აშშ-ის საელჩო ამაყობს რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში ეხმარება:
“სალომე, მარიამი, ნინი, ხატია და ანი საქართველოს მომავალი სამხედრო ოფიცრები არიან.
აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში დაარსების დღიდან ეხმარება.”
ნიუპოსტი

