ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა 25 დეკემბერს მიმართა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
მათი განმარტებით, თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეწყალების თხოვნით მიმართა, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია გამოითხოვა.
განცხადებას გოგი თათუხაშვილის გარდა ხელს აწერდნენ სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის -მანანა ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“-თავმჯდომარე ბესიკ შენგელია, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა-თავმჯდომარე თენგიზ სანაია, დედები შვილების დასაცავად – თავმჯდომარე მეგი გოცირიძე, სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი – თავმჯდომარე ზვიად კუპრავა, საქართველოს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“ – თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძე, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება-თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა-თავმჯდომარე ირაკლი კიკიანი, საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტთა გაერთიანება „ლაზარე“-თავმჯდომარე ჯონი კვარაცხელია, ახალი ხედვა საქართველო-თავმჯდომარე გიგა ნასარიძე, სამართალდამცავთა დაცვის ლიგა – თავმჯდომარე ლევან გვაზავა, მოძრაობა „დაბრუნება“ – თავმჯდომარე მალხაზ პატარაია. პოლიტიკური პარტია „ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის“ , დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება „თავისუფალი სიტყვა“, საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი „ფარ ხმალი“, თავისუფალი ზონა, „ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ საერთაშორისო ორგანიზაცია – “კავშირი“.
დღეს ბაჩო ახალაიას Facebook-ის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც ახალაია პრეზიდენტს სთხოვს არ შეიწყალოს
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული; მათგან ორში ის გაამართლეს, ერთში კი დამნაშავედ ცნეს; ის 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თუმცა, ახალაია არ გამოუშვეს ციხიდან, რადგანაც სასამართლომ მას მორიგი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. 2014 წლის ჯერ იანვარში და შემდეგ ივლისში პოკურატურამ მას დამატებით რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის და კიდევ რამდენიმე სამხედროს წამების საქმეზე. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.

