სამებაში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს

სამებაში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობსსამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

ტრადიციულად, მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გააცნობენ, რომელშიც მისი უწმინდესობა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.