კატეგორია: საზოგადოება

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დღეს წვიმს, მაღალმთასა და მთაში თოვს, მათ შორის მესტიასა და ხულოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვლი. დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში, ზოგან 17–22 […]

გიორგი მახარაძეს თურქმა ექიმებმაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

გიორგი მახარაძის დეიდაშვილი, მარიამ ქაცარავა ამბობს, რომ გიორგი თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად იმყოფება. ის აჩიბადემის კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს.   მისი თქმით, საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა, რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება: – „მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ […]

ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ 3 ხე მიჰყიდა

ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ 3 ხე მიჰყიდა

სამეგრელოდან ბიძინა ივანიშვილის კიდევ სამი ხე გადააქვს შეკვეთილში თავის აგარაკზე. ზუგდიდში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი იტყობინება, ივანიშვილმა ასწლოვანი, მარადმწვანე მუხა ყოფილი მაღალჩინოსნის გურამ აბსანძისგან შეიძინა. ხეების ტრანსპორტირება ჯერ ანაკლიაში უნდა მოხდეს, საბოლოო ჯამში ხეები ანაკლიდან შეკვეთილამდე ზღვით მოხვდება. ივანიშვილს სამეგრელოდან სულ 15 უნიკალური ჯიშის ხე აქვს წამოღებული.

თემურ დათიკაშვილი ციხეში ფარმან ჯეირანლიმ გადაარჩინა – ფილმს უყურებდნენ ერთად და უცებ გახდა შეუძლოდ

თემურ დათიკაშვილი ციხეში ფარმან ჯეირანლიმ გადაარჩინა - ფილმს უყურებდნენ ერთად და უცებ გახდა შეუძლოდ

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული  თემურ დათიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ოპერაციის შემდგომ მკურანლობას კვლავ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადის. დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულების ექიმებს მადლობას უხდის დროული რეაგირებისთვის. – რომ არა ციხის ექიმების სასწრაფო რეაგირება, მოვკვდებოდიო. მანამდე აწუხებდა თიაქარი. კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორ, ფარმან ჯეირანლისთან ერთად ზის კამერაში. ფილმს უყურებდნენ ერთად. უცებ გახდა […]

თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის კლინიკამ უარი განაცხადა

ვინ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის კლინიკიდან უართან დაკავშირებით პასუხი 2 საათის წინ მიიღო. ექიმის ინფორმაციით, მიზეზად კლინიკამ გადატვირთულობა დაასახელა. – დოკუმენტაცია გადაგზავნილი იყო. დაახლოებით, ორი საათის წინ მოვიდა პასუხი გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან […]

მაღლაფერიძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მაღლაფერიძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

          საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ შესაძლოა დღეს, ან უახლოეს დღეებში თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს. არაოფიციალურად, დღის წესრიგში მაღლაფერიძის თანამდებობის დატოვების საკითხი მოამბის მიერ, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ დადგა. როგორც მაღალაფერიძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან წინა კვირას გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მოამბის […]

გრიგოლ გოგელია: “იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ რაც არის სამართლებრივად განსაზღვრული

გრიგოლ გოგელია: "იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ რაც არის სამართლებრივად განსაზღვრული

– დღეს იყო სპონტანური შეხვედრა,- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც პოეტ ზვიად რატიანის საკითხზე იყო საუბარი: – დღეს იყო სპონტანური შეხვედრა იმიტომ, რომ ჩვენ შევიკრიბეთ შეხვედრა გვქონდა ბორდში, განსახილველი გქვონდა მათ შორის ეს საკითხიც. ჩვენ ავუხსენით დამსწრე საზოგადოებას, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი […]

მაშველებმა გალაქტიონის ხიდთან ქალი მტკვრიდან ამოიყვანეს

მაშველებმა გალაქტიონის ხიდთან ქალი მტკვრიდან ამოიყვანეს

თბილისში, გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქალი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ქალს მცირედი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თეთნულდზე ტურისტებმა ზვავი გამოიწვიეს – 1 ტურისტი დაშავდა

თეთნულდზე ტურისტებმა ზვავი გამოიწვიეს - 1 ტურისტი დაშავდა

თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, რომელსაც ერთი უცხოელი ტურისტი მოჰყვა. დაშავებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო […]

გორში მოსახლეობა ”სოკარში” შეიჭრა

გორში მოსახლეობა ”სოკარში” შეიჭრა

გორში, „სოკარ ჯორჯია გაზის“ შვილობილი კომპანიის „გორი გაზის“ შენობაში ხმაურია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქეთა ერთი ნაწილი რამდენიმე წუთის წინ, „გორი გაზის“ ხელმძღვანელის კაბინეტში შეიჭრა. ადგილობრივები ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ. „გორი გაზის“ დირექტორის, გიორგი გრიგოლაშვილის განცხადებით, იგი მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არ არიდებდა და გეგმავდა, რომ აბონენტების პროტესტსა და კითხვებზე პასუხი მედიის საშუალებით გაეცა, […]