აფეთქება ქუთაისში – შუახნის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აფეთქება ქუთაისში - შუახნის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანესქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. “სტეკლოტარაზე” მოხდა. დაშავებულია შუახნის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად საცხოვრებლის მინები ჩაიმსხვრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.