ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, გარკვეული ქუჩები გადაიკეტება

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, გარკვეული ქუჩები გადაიკეტება7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისის ცენტრალური გამზირი 14:00 საათიდან, ვარდების მოედანი კი 12:00 საათიდან გადაიკეტება.

– შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი – დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები – 14:00 საათიდან. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.