რუსთავში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდარუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა დროულად შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი აზერბაიჯანიდან ე.წ. წითელი ხიდის გავლით, თურქეთში მიდიოდა, მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი, ისინი ავტობუსში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

პირველი