ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებსსინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. დღეს კი მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექი და ქარია მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლის სახით.

სინოპტიკოსები გუდაური-კობის მონაკვეთზე გვიან ღამით თოვლს ისევ ელოდებიან. მათი განმარტებით, უხვი ნალექის გამო ტექნიკას გაწმენდით სამუშაოებში ხელი ეშლება.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ტემპერატურა +12+17 გრადუსია, აღმოსავლეთში კი + 7+12 გრადუსი, ხოლო დედაქალაქში კი +10 გრადუსი.

4 იანვარს უნალექო ამინდი იქნება საქართველოს უმეტეს რეგიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +13+18 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურის ნიშნული +7+ 12 გრადუსს მიაღწევს. ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე თბილი 1 იანვარი თბილისში 1958 წელს (+15,5 °C) ხოლო ყველაზე ცივი 1898 წელს (-12,2 °C) აღინიშნა.

იმედინიუსი