მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ეჭვი რომ მქონოდა, შვილს პოლიციას ჩემი ხელით ჩავაბარებდი”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "ეჭვი რომ მქონოდა, შვილს პოლიციას ჩემი ხელით ჩავაბარებდი"პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ პანკისელი უხუცესებისთვის წარდგენილი მასალით არ დაინტერესებულა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

– მე იმ კადრებით არც დავინტერესებულვარ. დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფრის შექმნა შეიძლება, გაყალბება შეიძლება. ჩალით ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა? ან რაღაცაში ხომ უნდა დაადანაშაულონ ეს ბავშვი? მართლა უდანაშაულო ბავშვია. ის რომ რაღაცაში იყოს გარეული, ცოტა ეჭვიც რომ მქონოდა, მე მაგას ჩემი ხელით ჩავაბარებდი პოლიციას,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაშია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად თბილისში უცხოელ სპეციალისტებს ელოდებიან.

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს გამთენიისას თბილისსა და პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხუთი პირი დააკავა.

პირველი