ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაიმტვრა

ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაიმტვრაჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაშავდა. 43 წლის კაცი სრიალის დროს დაიმტვრა. ამჟამად დაშავებული ტურისტი ბათუმის კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ექიმის განცხადებით, ტურისტს მარცხენა ქვემო კიდურის წვივის ძვლების მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.