”ველოდებით თანხას ოჯახებიდან, რომ ვიქირაოთ სასტუმრო” – ლარნაკაში დარჩენილი მგზავრები საქართველოს კონსულთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან

”ველოდებით თანხას ოჯახებიდან, რომ ვიქირაოთ სასტუმრო” - ლარნაკაში დარჩენილი მგზავრები საქართველოს კონსულთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიანლარნაკაში დარჩენილი ქართველი მგზავრები სქართველოში კომპანია Wizz air-ის რეისით დაბრუნებას არ აპირებენ, ისინი სხვა ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ და საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან.

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მგზავრებსა და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულომ ისინი სასტუმროში დააბინავა. თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან imedinews-ს თავად მგზავრები. მათი თქმით საკონსულოს წარმომადგენელთან შეხვედრა უშედეგო იყო:

– საკონსულოს წარმომადგენლებს შევხვდით, ესაუბრა აეროპორტის წარმომადგენლებს, როგორც ვიცი ისინი Wizz Air-ის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, Wizz Air-ი კი იცილებს ამ პასუხისმგებლობას. ჯერ ისევ აეროპორტში ვართ, ველოდებით თანხას ოჯახებიდან, რომ ვიქირაოთ სასტუმრო, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი ელისაბედ მღებრიშვილი.

ავიაკომპანია Wizz Air-ის ცნობით, ლარნაკიდან მომავალმა ქართველმა მგზავრებმა თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან გამოცხადება დააგვიანეს.

საქართველოს ცხრა მოქალაქე Wizz Air-ისგან ითხოვს, რომ ისინი ავიაკომპანიამ ლარნაკიდან საქართველოში დააბრუნოს.

უამინდობის გამო  ქუთაისი-ლარნაკას ავიარეისი გადაიდო.  თვითმფრინავი, რომელიც კვიპროსის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, საბერძნეთიდან ჩამოფრენას უამინდობის გამო ვერ ახერხებდა.