მესტია-შავღელეს გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტია-შავღელეს გზაზე მეწყერი ჩამოწვამესტია-შავღელეს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, შედეგად მოძრაობა პარალიზებულია.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა imedinews-ს უთხრა, სპეციალური ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ჯერჯერობით შეჩერებულია.

რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში – მესტიის საავტომობილო გზას, ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.