დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კლაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები სამ ლოკაციაზე – გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება.
„ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიებებზე დასწრების, იცით, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ყველა ადამიანს, ვისაც კონცერტზე დასწრები სსურვილი ექნება, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. ჩვენერთად,აუცილებლად შევძლებთ, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ 04:00 საათამდე იმუშავებს.

