“Пошел ты в задницу…”- პოროშენკოს პრანკერმა კვირიკაშვილის სახელით დაურეკა და სააკაშვილზე ესაუბრა

"Пошел ты в задницу..."- პოროშენკოს პრანკერმა კვირიკაშვილის სახელით დაურეკა და სააკაშვილზე ესაუბრაპრანკერმა “ლექსუსმა” ინტერნეტში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც იგი, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, პერტო პოროშენკოს, საქართველოს პრემიერ-მონისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით ესაუბრება:

პოროშენკო: ალო

ლექსუსი (კვირიკაშვილის სახელით): ალიო

: “პრივეტ დარაგოი”

:”პრივეტ”

: რა ხდება მანდ თქვენთან

: არაფერი, ვიპოვეთ ბატონი სააკაშვილის კავშირები კურჩენკოსთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან. ისინი მას აფინანსებდნენ. ცხელ კვალზე დავიჭირეთ. ახლა წავუყენებთ ბრალდებას. ძალიან იმედგაცრუებული ვარ

: და მერე რა იქნება

: იქნება გამოძიება. სასამართლო. ჩვენ ისა, ჩვენ მის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს არ გამოვიყენებთ.

: აჰა

: კოორდინაციაში ვიქნებით. ახლა ვფიქრობთ სად, როგორ. ახლა გენპროკურორმა პრესკონფერენცია გამართა.. აჩვენა ვიდეო, აუდიო. აჩვენა თანხის გადაცემა. მისი საუბარი აჩვენა ოლიგარქებთან. საზიზღრობა და საშინელება.

: კურჩენკო აძლევდა ფულს?

: კი. ის პასუხისმგებელია ოკუპირებულ დონბასში ჩვენი საკუთრების სრულ კონფისკაციასა და რეკვიზიციაზე და ის ამავე ფულით ამ აქციებს აფინანსებს აქ, ჩვენთან

: და რისთვის, რა აზრი აქვს?

: აზრი? უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია სააკაშვილის მეშვეობით.

: და პუტინი ამაზე წავიდა? რატომ?

: პუტინისთვის რაც ცუდად იქნება საქმე უკრაინაში, უკეთესია. და შენ გაქვს რამე
ტელეფონი, აქ რომ არ ვილაქლაქოთ? იქნებ Watsup-ით ვისაუბროთ?

: შეიძლება Watsup-ითაც. ნუ მე აქ არაფერ მნიშვნელოვანს არ განვიხილავ. უბრალოდ ამბის გაგება მინდოდა.

: ნუ უყურე გაიაროს 1-2 საათმა. საღამოს დაგირეკავ. საღამოს მექნება ინფორმაცია და მოგიყვები.

: მისმინე, ჩვენთან ხომ არ აპირებთ გამოგდებას?

: ვნახოთ

: ჩვენ ის აქ არ გვინდა, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ ამაზე.

: კი, კი. მე და შენ კავშირზე ვიყოთ.

: ხო კიდევ ის იძახის, რომ ბევრს სვამ

: რააა?

: ის ამბობს, რომ ბევრს სვამ. ინტერვიუში წავიკითხე

: (დიდი პაუზის შემდეგ) ააა

: არყით იქარვებ…

: ა, გავიგე, გავიგე, Пошел ты в задницу. კარგი..

: შენ თვითონ წადი მანდ….”

ნიუპოსტი