ბათუმში მუშა ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა

ბათუმში მუშა ტრაქტორის ქვეშ მოჰყვაბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მუშა მძიმე ტექნიკის ქვეშ მოჰყვა. შემთხვევა კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მაშველები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულნი.

ეს ის ტერიტორიაა, სადაც სასპორტო სკოლის „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა, მისი დემონტაჟი მოხდა და კომპანია „ორბი“ სავარაუდოდ, აქ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

ნიუპოსტი