რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის სახურავი და მანსარდი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე შსს-ს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ჯამში, 40 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდიანრეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

