„ტორტის სახლის“ დირექტორი ლედი ჩუბინიძე მისი ნაწარმით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს

„ტორტის სახლის“ დირექტორი ლედი ჩუბინიძე მისი ნაწარმით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავსზესტაფონში „ტორტის სახლის“ დირექტორი გამორიცხავს, რომ მოწამვლა მის საკონდიტროში დამზადებული ტორტით მოხდა.

ლედი ჩუბინიძის თქმით, 15 წელია ამ ბიზნესშია და მსგავსი ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა. იგი გამოძიების დასრულებას ელოდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთება.

ზესტაფონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ზოია ლელაძის თქმით, სავარაუდოდ, სოფელ ილემის ბაღის გამგეს მკაცრ საყვედურს გამოუცხადებენ. ზოია ლელაძე დარწმუნებულია, რომ 14 ადამიანის მოწამვლა ტორტმა გამოიწვია.

19 ოქტომბერს ზესტაფონის სოფელ ილემის ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა.

იმედინიუსი