რუსთავი 2 ”ჩემი ცოლის დაქალებით” ტელეიმედის ”ნიჭიერის” რეიტინგს ებრძვის?

რუსთავი 2 ”ჩემი ცოლის დაქალებით” ტელეიმედის ”ნიჭიერის” რეიტინგს ებრძვის?პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ შაბათ-კვირას ეთერში არ გავა. საეთერო ბადის ცვლილება სავარაუდოდ 21 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნების უკავშირდება. „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფი საეთერო ბადის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სერიალის მაყურებლებს აფრთხილებს თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩცდ-ს ახალი სერიების ხილვა:

მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეიცვალა სატელევიზიო ბადე და საბოლოო ინფორმაცია არის ასეთი:

• პარასკევს, 20 ოქტომბერს, 22:00 საათზე რუსთავი2-ზე გავა ჩემი ცოლის დაქალების მე-13 სერია.

• შაბათს და კვირას ჩცდ არ იქნება ეთერში.

• მე-14 და მე-15 სერიები ეთერში გავა ორშაბათს, 23 ოქტომბერს 22:00 საათზე.

ნიუპოსტი

არ არის გამორიცხული, სატელევიზიო ბადის ეს ცვლილება ტელეკომპანია იმედში ორშაბათობით საღამოს 10 საათზე პროექტ ”ნიჭიერის” გასვლასთან იყოს დაკავშირებული. როგორც ჩანს, რუსთავი 2 საკუთარი რეიტინგული პროდუქციის ამავე დროს გაშვებით ტელეიმედის ”ნიჭიერის” რეიტინგის დაგდებას შეეცდება.