ალექსი პეტრიაშვილი ლევან მექვაბიშვილს შეურიგდა – მექვაბიშვილს სასჯელი 12 წლიდან 3 წლამდე შეუმცირდა

ალექსი პეტრიაშვილი ლევან მექვაბიშვილს შეურიგდა - მექვაბიშვილს სასჯელი 12 წლიდან 3 წლამდე შეუმცირდაევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მექვაბიშვილის ინტერესების დამცველმა მარინა ფილაურმა განუცხადა, საპროცესო შეთანხმება, თავად დაზარალებულთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულს, 12 წლიანი პატიმრობის ნაცვლად 3 წლიანი რეალური და 4 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.
ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის თებერვალში თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ლევან მექვაბიშვილი დააკავეს. რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან საპროცესო შეთანხმება იმის გათვალისწინებით გაფორმდა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულს შეურიგდა.