ილემის ბაგა ბაღში ნამცხვარმა 14 ადამიანი მოწამლა

ილემის ბაგა ბაღში ნამცხვარმა 14 ადამიანი მოწამლასოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა, აქედან 11 მცირეწლოვანი, 3 კი ზრდასრული ადამიანია. ისინი ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

ნიუპოსტი