ლიკა ქავჟარაძის გამოფენაზე მსახიობის პორტრეტი გაიტაცეს

ლიკა ქავჟარაძის გამოფენაზე მსახიობის პორტრეტი გაიტაცეს“არტ გალერეა ვაკეში” ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა, სადაც მსახიობის ბოლო პერიოდის ნამუშევრები იყო გამოფენილი. ლიკა ქავჟარაძე ამ დღისთვის დიდი ხანია ემზადებოდა, თუმცა მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა.

ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზატორობით ჩატარდა.

გამოფენაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთმა სტუმარმა წითელ ფურცელზე შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი გაიტაცა, რომელიც დაცვამ მალევე დააბრუნებინა. აღმოჩნდა, რომ გამტაცებელი მსახიობის თაყვანისმცემელი იყო.