ალექსანდრე ზაზარაშვილმა დღეს დილას ამერიკული ნიჭიერი მოიგო. მომღერლის დედა გულიკო ეგნატაშვილი ფინალის დღეს ამბებს შვილზე და ოჯახზე ესაუბრა. – ქალბატონო გულიკო, როგორი ბიჭია ალექსანდრე, როდის აღმოაჩინეთ მასში მუსიკალური ნიჭი… – ამჟამად ვცხოვრობ სოფელ რუისში, ჩემს ოთხ შვილობილთან და ჩემს უფროს გოგონა ნაიკოსთან ერთად. ალექსანდრე ჩემი მეორე შვილია, ორი შვილი მყავს, ნაიკო 19 წლის და ალექსანდრე […]
კატეგორია: საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრად თამარ გაბუნიას კანდიდატურა განიხილება
ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი განიხილება – “მთავარი არხის” ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან. მოლაპარაკებებს უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კიდევ 3 კანდიდატი განიხილება. მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, ლევან რატიანი და ნინო კობახიძე.
„გვაქვს ორი საეჭვო ნიმუში…” – ომიკრონის შტამმა შემოაღწია?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ომიკრონის შტამი უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, თუმცა ნაკლები აგრესიით გამოირჩევა. მისი განმარტებით, ამ დროისთვის ორი საეჭვო ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს, რომლებიც, შესაძლოა, სწორედ ამ შტამის მატარებელი იყოს: “ომიკრონი” შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა “ომიკრონისთვის” […]
„პატრიარქმა ჩემს მომავალ გზაზე დამლოცა“ – ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძეის თქმით, მას არ ჰქონია განცდა, რომ თითქოს პრემიერმა მადლობა არ გადაუხდია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წლიური ანგარიშის წარდგენისას მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს მადლობა გადაუხადა, თუმცა მათ შორის ტიკარაძე არ ყოფილა. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ასევე თქვა, რომ იმყოფებოდა პატრიარქთან, მის მოადგილესთან – თამარ გაბუნიასთან ერთად. “ეს ჩვეული წესია, […]
„ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი“ – ზაირა წულუკიძე
„წამოსვლამდე დოლარი ვიყიდე, 100 დოლარში გადავიხადე 1500 ლირა. აღარაფერი არ რჩება. თურქეთში დარჩენა აღარ ღირს,“ – სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ზაირა წულუკიძე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციიდან ისევ ემიგრაციაში მიდის – თურქეთიდან გერმანიაში. ზაირა წულუკიძე 14 წელია სტამბოლში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა მისი ხელფასი, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რყევების გამო, მაგრამ წელს ამ შემცირებამ ისტორიულ […]
კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები დამტკიცებულია
ევროკავშირის პრეპარატების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “დოიჩე ველე” ავრცელებს. ევროპის წამლის სააგენტომ პრეპარატები – „ქსევუდი“, „კინერეტი” და კოვიდ-19-ის სამკურნალოდ “ფაიზერის” მიერ შექმნილი აბები გადაუდებელი შემთხვევების მართვისათვის დაამტკიცა. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტი “ქსევუდი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის და ამერიკული ფირმა Vir Biotechnology-ის მიერ არის შექმნილი, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში […]
ივანიშვილის ძმისშვილი სოციალურ დახმარებას იღებს
როგორც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერის ანონსიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს მამამ გვარზე უარის თქმის სანაცვლოდ 200 ათასი დოლარი შესთავაზა. ქალმა უარი თქვა, ახლა კი ალექსანდრე ივანიშვილის უფროსი ქალიშვილი რუსეთის ხელისუფლების სოციალური დახმარების იმედადაა დარჩენილი. მამამ ქონების სხვებზე გაფორმება დაიწყო, რათა მის კანონიერ მემკვიდრეს არაფერი ერგოს.
ფეისბუკის 50 ათას მომხმარებელს დაქირავებული პირები უთვალთვალებდნენ
მსოფლიოს 100 ქვეყნიდან სოციალური ქსელი Facebook-ის თითქმის 50 ათასი მომხმარებელი „კიბერ დაქირავებული“ პირების მსხვერპლი გახდა, რომლებიც თვალთვალით არიან დაკავებულნი. ამის შესახებ Meta-ს საფრთხის მართვის დირექტორმა, დევიდ აგრანოვიჩმა და კიბერ ჯაშუშობის გამოძიების ხელმძღვანელმა, მაიკ დვილიანსკიმ ბლოგპოსტში განაცხადეს. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ჩაატარა გამოძიება, რის შემდეგაც მან შვიდი ორგანიზაცია დახურა. „კიბერ დაქირავებულები” ჩინეთში, ისრაელში, ინდოეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქმიანობდნენ […]
„სუსტად გამოიყურებოდა… 23-ში პროცესზე დასწრებას არ ვურჩევ” – ექიმი სააკაშვილზე
ცენტრ “ემპათიას” ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არ შეცვლილა და პერიოდულად იცვლება. როგორც თოიძე განმარტავს, ის არ ურჩევს სააკაშვილს 23 დეკემბერს სასამართლო პროცესზე დასწრებას არ ურჩევს. “დღეს პრეზიდენტი სუსტად გამოიყურებოდა, თვითონაც აღნიშნავს, რომ გადაღლილია, ურჩევნია, იწვეს […]
ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს. “ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან […]










