ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გურიის მოამბის ცნობით, ავარია პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. მანქანა ქუჩის კუთხეში მდგარ ქალს დაეჯახა. ქალი დაიღუპა, ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კატეგორია: შემთხვევა
ახალციხეში პოლიციელი ბორდიურს შეეჯახა და დაიღუპა
ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა ავარია 1 ივნისს დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა. ა.ბ საკუთარი მანქანით, სოფელ წნისში ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში აცხადებენ, […]
ხობში, ნოჯიხევის ეკლესიასთან, მანქანა ხეს შეასკდა – 2 ახალგაზრდა დაიღუპა
ხობში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “კურიერის” ინფორმაციით, ნოჯიხევის ეკლესიასთან ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა, ხეს შეეჯახა. მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნუცუბიძის პლატოზე, კაფე ვერდესთან, გაზგასამართი სადგური აფეთქდა
თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მცხეთასთან აგროქიმიკატების გადამზიდი სატვირთო გადაბრუნდა
რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით გადაადგილდებოდა ავტოტრანსპორტი მცხეთის მახლობლად, ავტობანზე. შეზღუდვა ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია. გზის სავალი ნაწილიდან აგროქიმიკატების გადამზიდი სატვირთო გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. ის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სასწრაფოს ეკიპაჟმა რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა ზედა კიდურის არეში. ამ დროისთვის ის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და კლინიკიდან […]
საგარეჯოში 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპა
კახეთში, საგარეჯოში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლის ქალი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა. მას სავარაუდოდ, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა. მისი დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ოზურგეთში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს – საკუთარ ძაღლს გაკიდებია, შინ რომ დაებრუნებინა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დილის საათებში სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა, როგორც ახლობლები ყვებიან, ბავშვი საკუთარ ძაღლს გამოკიდებია, შინ რომ დაებრუნებინა. ძაღლი კი მისულა სახლში მალევე. ხოლო გუბესთან მდგომ ბავშვს სავარაუდოდ ფეხი დაუცდა ამოსვლა ვერ შეძლო და დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში […]
რუსთავთან ბზიკის გამო მანქანა ამოტრიალდა – დედა-შვილი დაშავდა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდნენ. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. ავარიის მთავარ გამომწვევ მიზეზად ავტომობილში შეფრენილი მწერი სახელდება. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფორუსთავი
გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა
გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა. როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი კაფე დამწვარი დახვდათ. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი არ არის და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ზუგდიდთან მიკროავტობუსს მერსედესი დაეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ზედაეწერის მონაკვეთზე მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დაშავებული დაზიანებული ავტომანქანიდან მაშველების დახმარებით გამოიყვენეს. ყველა დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს ჰოსპიტალში. ხუთივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მათ უტარდებათ შესაბამისი კვლევები […]









