კატეგორია: შემთხვევა

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, მიწის მასა ჩამოიშალა. როგორც ჟურნალისტებს გლდანის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ განუცხადა, შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული მონაკვეთი წლებია, პრობლემას წარმოადგენს. „პირველი წერილი რაიკომშია დაფიქსირებული 1980 წელს, რომ ეს მონაკვეთი პრობლემური იყო. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს 21 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის1 განხორციელება. ეს არის სამეტაპიანი პროექტი. შუა ნაწილში უკვე მოწყობილია დამჭერი კედელი, […]

ქობულეთთან სასწრაფოს, რომელსაც ბათუმში კოვიდ 19-ის სიმპტომიანი პაციენტი გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა

ქობულეთთან სასწრაფოს, რომელსაც ბათუმში კოვიდ 19-ის სიმპტომიანი პაციენტი გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა

დღეს, 18 აპრილს, სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც ქობულეთიდან ბათუმში პაციენტი გადაჰყავდა, ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, რომელიც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, დაშავებულია მედდა და სასწრაფოს მძღოლი. აჭარის საზმაუწყებლის ცნობით, სასწრაფოს კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავდა პაციენტიც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მხოლოდ ერთ დაშავებულზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, აქ არ აკონკრეტებენ, პაციენტია […]

ფოთში სახლი ჩამოინგრა – 2 მამაკაცი დაშავდა

ფოთში სახლი ჩამოინგრა - 2 მამაკაცი დაშავდა

ფოთში, სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო ორი მამაკაცი დაზიანდა. შემთხვევა იმერეთის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნის მოაჯირის ჩამონგრევამ გამოიწვია. ადგილზე გამოცხადებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება გაუწია და ტრავმირებული მამაკაცები ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. “ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა ორი დაზარალებული, რის გამოც საჭირო გახდა მეორე ეკიპაჟის გამოძახება. ერთ მამაკაცს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული […]

გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა – დაშავდა ორსული ქალი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა ავტოავარიის შედეგად თბილისში. გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ღუდუშაურის კლინიკასა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციასა და მედიკოსებთან ერთად მობილიზებული იყვნენ მაშველებიც. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა. რუსთავი 2

დიღმის მასივში პირველი კვარტლის 14ა კორპუსი იწვის – ვიდეო

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

დიღმის მასივში პირველი კვარტლის 14ა კორპუსი იწვის. სახანძროები ხანძარს ვერ აქრობენ. მაცხოვრებლების განცხადებით, ხანძარი მე-9 სართულის ერთ ოთახიან ბინაში გაჩნდა. დაშავებული არავინაა. „ცეცხლი გავრცელებულია ოთახზე და აივანზე, დაშავებული არავინ არაა, ხანძრის გავრცელების საფრთხე არაა, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ავარია თბილისში – 3 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ავარია თბილისში - 3 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

თბილისში, სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. პირველი არხი

ლერმონტოვზე ავარიული შენობა ჩამოინგრა – 3 მუშა დაშავდა

ლერმონტოვზე ავარიული შენობა ჩამოინგრა - 3 მუშა დაშავდა

ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამივე მუშა კლინიკაშია გადაყვანილი და სამივე მათგანი კონტაქტურია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი მუშები მეხანძრე-მაშველებმა მალევე […]

თბილისში მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა

თბილისში მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში – ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, თავის ტვინზე. აქვს მრავლობითი მოტეხილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ტრანსგენდერი ქალები ყვებიან, რომ მსხვერპლი თავდამსხმელებს გამოექცა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა, რომელიც ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა, ნელა მოძრაობდა. შსს საქმეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

გურიაში ტოიოტა ოპელს დაეჯახა – 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ოპელი დაიწვა

გურიაში ტოიოტა ოპელს დაეჯახა - 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ოპელი დაიწვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, “ოპელის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. “ადგილზე მისულებს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ამიტომ მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე,” – განაცხადა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა […]

ავარია გორთან – დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2 ადამიანი

ავარია გორთან - დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2 ადამიანი

27 მარტს საღამოს ავარია მოხდა გორის რაიონის სოფელ კარალეთში. ერთმანეთს ნისანის  მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა 2 და დაიღუპა 1 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, ერთი პაციენტის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი ამბულატორიული […]