ახალქალაქის სოფლების – მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ ტყეში 23 წლის გაყინული მამაკაცი იპოვნეს. ახალგაზრდა მამაკაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც. თანასოფლელების თქმით, ის მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს.
კატეგორია: შემთხვევა
ავარია ხულოში – ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხულო-ღორჯომის […]
თერჯოლაში 3 წლის ბავშვს თოფი გაუვარდა და 6 წლის ძმა შემოაკვდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სანადირო თოფიდან 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. იპნ
გურჯაანში სატვირთო რამდენიმე მანქანას და შენობას დაეჯახა
გურჯაანის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანას, ბოლოს კი ერთ-ერთ შენობას შეეჯახა. შედეგად მსუბუქად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა გოგო. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა სატვირთო ავტომობილის გაჩერება ვერ შეძლო. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. იპნ
ვეძინის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, ცეცხლი გავრცელდა იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე. ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ვეძინის ქუჩაზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს”, […]
ვარკეთილში საცხობში 59 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს
მორიგი უბედური შემთხვევა – ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საცხობში მუშაობდა, სადაც დღეს გარდაცვლილი ნახეს. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც “კურიერს” უწყებაში განუცხადეს, ქალის გარდცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა მიზეზი სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს […]
გურჯაანის პურის საცხობში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს
გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – ამის შესახებ ექიმი აცხადებს. პურის საცხობში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი თანამშრომელმა იპოვა. მძიმე მდგომარეობის გამო, ორივე თბილისში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის, პაციენტები მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. “ამ ეტაპზე ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კრიტიკულად მძიმეა ორივე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. არ ვიცით ანამნეზის […]
ავარია ქობულეთთან – დაიღუპნენ 10 თვის ბიჭი და 35 წლის კაცი – ვიდეო
ავარია კახეთის გზატკეცილზე – 3 ადამიანი დაშავდა
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.







