ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურფეს. სამი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. “მოზარდისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ქალის – მძიმე. მას ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და ტრავმული შოკი აღენიშნება. დაშავებულებს შესაბამისი […]
კატეგორია: შემთხვევა
ქუთაისში 65 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევის შედეგად, ქუთაისში 65 წლის ქალი გარდაიცვალა. შუახნის ქალი 9 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიცკევიჩზე მანქანა მოტოციკლს დაეჯახა
თბილისში გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მიცკევიჩის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტობოლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა მოტოციკლეტის მძღოლი. დაშვებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მოტოციკლეტის მძღოლს ხელზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქობულეთთან 15 წლის გოგონა დაიღუპა – ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა
15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას ქობულეთის შემოვლით გზაზე. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილი გოგონას 3 წლის ძმა და მამა. დაშავებულები ბათუმის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე 9 ოქტომბერს დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე […]
იზა ქავთარაშვილი შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხიდან გამოსულ 2 ადამიანს მანქანით დაეჯახა
იზა ქავთარაშვილი, რომელიც გუშინ, ახმეტის ცენტრში უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხში მყოფ ორ ადამიანს მსუბუქი მანქანით დაეჯახა “რუსთავი 2”-თან პირველ კომენტარს აკეთებს. ქავთარაშვილი პროვოკაციას კატეგორიულად უარყოფს და მომხდარის სხვა ვერსიას ყვება. როგორ იზა ქავთარიშვილი აცხადებს, მან გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ იყო ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ხალხის დიდი მასა, რის შემდეგაც მას ქელეხში მყოფი ადამიანები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილის […]
შოთა ჭიჭიაშვილის გასვენების შემდეგ რესტორანში მანქანა შევარდა – 3 ადამიანი დაშავდა
კრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, უცნობი პირი ახმეტის ერთ-ერთ რესტორანში მსუბუქი ავტომობილით შევარდა, იქ, სადაც ჭიჭიაშვილის დაკრძალვის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები შეიკრიბნენ. შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. ერთ-ერთს პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, დანარჩენი 2 ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ერთ-ერთი დაშავებულის თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. ექიმების ინფორმაციით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ […]
ქუთაისთან პატრულის მანქანა ამოტრიალდა – 2 პოლიციელი დაშავდა
ქუთაისთან ახლოს, მუხნარის ტყეში პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ავარიაში მოჰყვა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება 276_ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება. რუსთავი 2
გორში ახალგაზრდა გოგონა გველმა დაგესლა
გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა გოგოს, სავარაუდოდ შხამიანმა გველმა უკბინა. გავრცელებული ინფორმაციით, გველი ახალგაზრდა გოგონას თავს საწოლში დაესხა და კისრის არეში დაგესლა. „როგორც ვიცი ლოგინში იწვა, ღამის პირველი საათი იქნებოდა და როგორც კი მოტრიალდა დაინახა, რომ მის გვერდზე, ბალიშზე იყო დახვეული გველი. დაიწივლა და ეგრევე კისერში დაკბინა” – აცხადებს დაშავებული გოგონას ახლობელი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში […]









