ვარკეთილში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მესამე მასივში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად, როდესაც ტრაგედია მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დაღუპული ბიჭის მეზობლებმა განუცხადეს, მათი ვერსიით, ბიჭი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაღუპული […]
კატეგორია: შემთხვევა
ფონიჭალაში მე-7 სართულიდან გადავარდნილი 14 წლის გოგონა გარდაიცვალა
ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა გარდაიცვალა. მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არასრულწლოვანი მე-7 სართულიდან გუშინ გადმოვარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაზიანება კი მსუბუქი ხასიათისაა. “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფონიჭალაში 14 წლის გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდა
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, 14 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე ლიკვიდირებულია
შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა […]
დოლიძის ქუჩაზე 2 მამაკაცს ხე დაეცა
ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორივე მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა. დღეს, თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 25 შეტყობინება შევიდა. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.
თბილისში მანქანა 40 წლის მამაკაცს დაეჯახა და მოკლა
მსხვერპლით დასრულდა თბილისში გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველების ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 40 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ საწყობში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობს და კიდევ რამდენი ჯგუფია გაგზავნილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ქარი ართულებს, თუმცა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. პირველი არხი
ვარკეთილში ქარმა ხე მოგლიჯა
ზუგდიდში მანქანა სასწრაფოს დაეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას დაშავებული 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მას ხმოვანი სიგნალი ჰქონდა ჩართული და ავადმყოფი გადაჰყავდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ახალგაზრდა ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276 მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის […]










