კატეგორია: შემთხვევა

ჩაქვში მანქანა 11 წლის ბავშვს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ელბაქიძის აღმართზე სატვირთოს მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა

ელბაქიძის აღმართზე სატვირთოს მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და შეკეთებას ცდილობდა, როდესაც მანქანა დაგორდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც […]

გოგონა, რომელიც რუსთავში კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა

გოგონა, რომელიც რუსთავში კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა

კლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა 16 წლის გოგო, რომელიც გუშინ საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა. მოზარდი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით შეიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

რუსთავში 16 წლის გოგონა შეყვარებულის გამო მე-4 სართულიდან გადმოხტა – ვიდეო

რუსთავში 16 წლის გოგონა შეყვარებულის გამო მე-4 სართულიდან გადმოხტა - ვიდეო

სუიციდის მცდელობა იყო რუსთავში, XX მიკრორაიონში. 16 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მძიმე მდგომარეობაში ნახეს, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოზარდი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით გოგონას შეყვარებული ჰყავდა. ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა რის შემდეგაც დეპრესია ჰქონდა, ამ ინფორმაციას გოგონას მეგობრები პირად საუბრებში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, გოგონამ სუიციდი სცადა და […]

”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდა

”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდა

რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლს“ ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 20 კვმ ფართობზე, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებული იქნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება ერთი […]

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმე - დაკავებულია ანრი ყურაშვილი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტოს საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და შემთხვევაც ამის შედეგად მოხდა. ტაქსის მძღოლი ამოიყვანეს ხევიდან, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ნიუპოსტი

“ცეცხლმოკიდებული ადამიანი გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით” – ავტობანზე დაღუპული გურამ გოგიჩაიშვილია, მორაგბის მამა

"ცეცხლმოკიდებული ადამიანი გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით" - ავტობანზე დაღუპული გურამ გოგიჩაიშვილია, მორაგბის მამა

ავტობანზე სოფელ შავშვებთან ხანძრის დროს დაღუპული მამაკაცი ოსიაურში მცხოვრები, 50 წლამდე გურამ გოგიჩაშვილია. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი და საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის ლეგიონერის გურამ გოგიჩაიშვილის მამაა. “დავინახეთ ცეცხლმოკიდებული ადამიანი, რომელიც გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით, 43 ტონა საწვავი ყოფილა… ბურუსში ვერ დავინახეთ, რომ განელდა, მერე დავინახეთ გაგუდული” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევა […]

გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს – ავტობანზე მოძრაობა აღდგა

გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს - ავტობანზე მოძრაობა აღდგა

ავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტობანზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის […]

გორთან, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა დაიწვა – ნაპოვნია ცხედარი – ვიდეო

გორთან, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა დაიწვა - ნაპოვნია ცხედარი - ვიდეო

ავტობანზე, გორთან ხანძარია. ცეცხლი საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ნიუპოსტი https://www.facebook.com/100005390207450/videos/977640579092273/